რუსი ჟურნალისტი სერგეი დორენკო მოსკოვში, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
Эхо Москвы-ს მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი გამოცემა „ინტერფაქსთან“ აცხადებს, რომ დორენკო იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მან მოტოციკლით მართვისას გონება დაკარგა.
„დორენკო მოტოციკლს მართავდა ქალაქის ცენტრში, როდესაც გულმა შეაწუხა. ის მოტოციკლიდან გადმოვარდა. გამვლელებმა სასწრაფო დახმარებას დაურეკეს, მაგრამ ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს“, - განუცხადა სააგენტო „ტასს“ წყარომ.
სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, რომ დორენკო ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ავარიაში მოყვა.