logo_geo
eng_logo
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოხსენებაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და 2008 წლის ომის შესახებ არის საუბარი
- +

10 მაისი. 2019. 10:16

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელის მიერ სენატისადმი წარდგენილ მოხსენებაში რუსეთის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფის და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეა საუბარი

 

აშშ-ის სენატის ასიგნებების კომიტეტზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ 2020 ფისკალური წლისათვის მოთხოვნილი ბიუჯეტის განხილვისას, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ შენაჰანის და გაერთიანებული შტაბის მეთაური გენერალი დანფორდის წერილობით ანგარიშში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას რუსეთის მხირდან 2008 წელს საქართველოში შეჭრასა და ტერიტორიების ოკუპაციაზეა საუბარი.

 

მოხსენებაში ვრცლად არის საუბარი აშშ-ის ახალ თავდაცვის სტრატეგიაზე, რუსეთისგან მომავალ მზარდ საფრთხეებზე, ამერიკის პარტნიორების როლზე და აშშ-ის საჭიროებებზე. ხაზგასმულია რუსეთის სამხედრო შესაძებლობების მოდერნიზაციის ტენდენცია, აგრეთვე რუსეთის მიერ საზღვრებს მიღმა სამხედრო ძალის გამოყენების ფაქტები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიმართ და ასევე სხვა ქვეყნების სუვერენული დემოკრატიული პროცესების ხელისშეშლის მცდელობები. მათ შორის აღნიშნულია, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს მსოფლიო გეოგრაფიის შეცვლას, და მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფის თვალსაჩინო მაგალითია რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში შეჭრა და საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაცია.

 

არსებული ვითარების საპირწონედ დეპარტამენტი აშშ-ის სამი მთავარი მიმართულებას განოყოფს - სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, ალიანსებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, თავდაცვის დეპარტამენტის რეფორმა. გენერალმა დანფორდმა ასევე ისაუბრა რუსეთის ასიმეტრიულ საფრთხეებზე და შესაძლებობებზე, მათ შორის საინფორმაციო, კიბერ და არაკონვენციურ ოპერაციებზე, რომელთაც რუსეთი იყენებს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტებთან ერთად, რათა მოიპოვოს უპირატესობა და მიაღწიოს დასახულ მიზნებს მსოფლიო არენაზე. გენერალმა ასევე ახსენა რუსეთის რევანშისტული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ევროპასა და აშშ-ში დემოკრატიის შესუსტების მცდელობები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner