„რომელი მინისტრები უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნოდ?" - „რეზონანსის" შეკითხვას პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პასუხობს:
„გარკვეული ცვლილებები ალბათ საჭიროც არის. ვერ გეტყვით, რომელი მინისტრები შეიცვლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სერგეენკოს არ შეეხებიან, რადგან ჯანდაცვის სისტემაში მის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო. აგრეთვე, ვფიქრობ, ხელშეუხებელია თავდაცვის მინისტრიც, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთთან ურთიერთობაში. დეპრესიულ მდგომარეობაშია ხალხი და აუცილებელია, „ქართულ ოცნებაში" ძირეული ცვლილებები განხორციელდეს", - აცხადებს ჩარკვიანი.