logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული რესპუბლიკების საფეხბურთო ჩემპიონატი იმართება
- +

29 მაისი. 2016. 14:35



ოკუპირებულ აფხაზეთში ფეხბურთის ჩემპიონატი გაიხსნა, რომელიც დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციის ეგიდით იმართება.


გახსნის საზეიმო ცერემონია სოხუმის დინამოს სტადიონზე შედგა. ღონისძიებას რაულ ხაჯიმბა და საოკუპაციო რეჟიმის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.


ჩემპიონატი 5 ივნისამდე გაგრძელდება. თამაშები სოხუმსა და გაგრაში გაიმართება.


დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაცია 35 ნაკრებს აერთიანებს და მისი ძირითადი წევრები არაღიარებული რესპუბლიკებისა და ავტონომიების გუნდები არიან, რომლებიც ფიფას შემადგენლობაში არ შედიან.


ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ჩემპიონატში წელს 12 გუნდი მონაწილეობს. ტურნირს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ოპოზიციის წარმომადგნები ეხმიანებიან.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner