ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „საიას“ მონიტორინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეტყობა, „ნაცმოძრაობას“ გაუჭირდა შუალედურ არჩევნებში და მოკავშირემ „კვლევა“ შეაშველა. თურმე ტაძრების მოხატვის დაფინანსებით ივანიშვილმა ამომრჩეველი მოისყიდა.
იმ ტაძრების მრევლს განსხვავებული პოლიტიკური სიმპათიები აქვს, „კვლევით“ გამოდის, რომ ყველა მათგანი ვერცხლთმოყვარულია?!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. „საია“ მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამების სრულად მოხატვის დაპირება და, ასევე, სოფელ ხიბულაში მოსახლეობისთვის, საკუთარი ფულით, გაზისა და წყლის საკითხების მოგვარების დაპირება, ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევებია.