logo_geo
eng_logo
მდინარე ნეკრესის ხეობაში, მთის ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია
- +

10 მაისი. 2019. 14:06

 

 

„მდინარე ნეკრესის ხეობაში, მთის ფერდობიდან  მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, გეოლოგებთან ერთად, დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლას და პრევენციულ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. შემთხვევის ადგილზე, უსაფრთხოების ყველა ზომა  დაცული იყო.

 

იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, პროცესებში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფიც, რომელიც შეტყობინების მიღებისთანავე, ნეკრესის ხეობაში თბილისიდან დაუყოვნებლივ გაემგზავრა.

 

დაგუბებული წყლის კალაპოტში დაბრუნება მძიმე ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალის მეშვეობით უსაფრთხოდ განხორციელდა.

 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner