სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16-მდე მოსწავლის ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს.
„სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს“, - აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.