logo_geo
eng_logo
სამეფო უბნის თეატრში ცნობილი მომღერალი ნინა სტილერი ახალ ახალ პროგრამას „Jiddishe Pearls“ შეასრულებს
- +

10 მაისი. 2019. 16:43

 

 

უკვე 14 მაისს 19:00 საათზე სამეფო უბნის თეატრში ცნობილი მომღერალი ნინა  სტილერი შეასრულებს ახალ პროგრამას „Jiddishe Pearls” (იდიშის მარგალიტები). იგი შესთავაზებს აუდიტორიას  პოლონელი ებრაელების ტრადიციული სიმღერების არანჟირების სრულიად ახალ ვერსიას.

 

კონცერტი საზეიმოდ გახსნის  ებრაული კულტურის დღეებს „Jidisz”. ამ დღეების განმავლობაში თბილისელებს საშუალება ექნებათ  გაეცნონ პოლონური  და იდიშური ენის მდიდარი კულტურის  მცირე ნაწილს.

 

იდიში  ევროპელი ებრაელების ენა გახლავთ. მეორე მსოფლიო ომამდე ამ ენას პოლონეთის რესპუბლიკის რამდენიმე მილიონი მოქალაქე იყენებდა,  ხოლო ვარშავაში მას  300,000 -ზე მეტი ადამიანი იყენებდა.

 

იდიში  ერთ-ერთი ევროპული ენაა, იგი წარმოადგენს ევროპული კულტურის ენას,  რომელიც თითქმის მთლიანად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის სისხლიანი პოლიტიკის  შედეგად.

 

ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, იდიში გადარჩა. იდიშური კულტურის მემკვიდრეობით დაინტერესებულთა ჯგუფი მთელი მსოფლიოს მაშტაბით იზრდება, ასევე იზრდება იმ მკვლევართა ჯგუფი, რომელიც დაიტერესებულია იდიშის მდიდარი ტრადიციების შესწავლით. ვარშავაში, ებრაულ თეატრში წარმოდგენები იმართება იდიშურ ენაზე, 2006 წელს გამოიცა პოლონურ-იდიშური ლექსიკონი, ხოლო მთელი მსოფლიოს მაშტაბით იმართება პრეზენტაციები, რომლებზეც წარმოდგენილია  უნიკალური  ფილმები იდიშურ ენაზე.

 

რეგულარულად გამოიცემა ჟურნალი "სლოვო ჟიდოვსკიე", ახალგაზრდები სწავლობენ იდიშს ვროდსლავის, ტორუნის, ვარშავის, კრაკოვის, ლოძის და ლუბლინის უნივერსიტეტებში.

 

15 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა ებრაული ისტორიის ინსტიტუტის დირექტორთან,პროფესორ პაველ შპიევაკთან  პოლონურ- ებრაული კულტურის თემაზე.

 

16 და 18 მაისს კინოთეატრ ამირანში წარმოდგენილი იქნება კინემატოგრაფიის საგანძური - ფილმები იდიშურ ენაზე  გადაღებული ომამდელ ვარშავაში.

 

ფესტივალის დასასრულს, 19 მაისს, გიწვევთ თუმანიშვილის თეატრში ტანგოს საღამოზე. ვარშავის ებრაელი კომპოზიტორები ცნობილნი არიან ტანგოს სტილში შექმნილი კომპოზიციებისთვის.  ყველაზე ცნობილი ასეთი მუსიკალური კომპოზიცია გახლავთ  „ოსტატნია ნიეჯელა“ , რომელიც ცნობილია ფილმის „მზით გადამწვარი“ წყალობით.

 

ორგანიზატორები არიან პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში, პოლონური ინსტიტუტი თბილისში და  ებრაული ისტორიული ინსტიტუტი ვარშავაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner