logo_geo
eng_logo
მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო
- +

10 მაისი. 2019. 16:57

 

 

მთავრობამ უშუქო დასახლებებში მზის პანელების დასამონტაჟებლად 2 მილიონი ლარი გამოყო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი პროექტი უკვე მომზადებულია.

 

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, ძირითადად საუბარია ისეთ დასახლებებზე, რომელსაც უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს, მათი განვითარება ფერხდება.

 

პრემიერ-მინისტრმა პროგრამის განხორციელებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის USAID-ს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner