logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მკაცრი შემოწმების მომხრეა
- +

10 მაისი. 2019. 16:59

 

 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელთა დაკავების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, უმცირესობის განცხადება კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით აბსურდია და მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მკაცრი შემოწმების მომხრეა.

 

„მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროცესში დედაქალაქის მერია არ ერევა. ამ პროცესს, დამოუკიდებლად, კერძო კომპანიები ახორციელებენ. ჩვენთვის უცნობია, კომპანიამ უპირატესობის მოპოვების, კონკურენციის თუ რა მოტივით გააკეთა მსგავსი დაშვებები. ასეთი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან თბილისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვისთვის და დედაქალაქში ავტოპარკის განახლებისთვის აქტიურად მუშაობს. ჩვენ ევრო 6-ის სტანდარტის ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ. მკაცრად კონტროლდება მუნიციპალური ტრანსპორტი, ყოველ დილით მარშრუტზე გასვლის წინ მათი ტექნიკური შემოწმება ხდება. პირიქით ჩვენ ვითხოვთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მაქსიმალურად მკაცრად შემოწმდეს, რადგან ჩვენთვის მოსახლეობის უსაფრთხოება მთავარია“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner