საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
„ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასრულებდა.
მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ზვიადის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს.
ალბათ, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენს გვერდით ვარ", - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ხანდას ხეობაში ტრაგიკულად დაიღუპა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა „2030"-ის ჟურნალისტი ზვიად თხელიძე. თხელიძე ხადას ხეობაში გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი ცხედარი მაშველებმა დღეს, გამთენიისას იპოვეს.