„თანამედროვე ტიპის ინტენსიური ბაღების მეტ ფართობზე გაშენების მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა 100 000-დან 250 000 ლარამდე ლარამდე იზრდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.
გაზრდილი თანადაფინანსება მეწარმეს საშუალებას მისცემს, შეიძინოს მრავალწლიანი კულტურების ნერგები, წვეთოვანი და თანამედროვე სარწყავი სისტემები და ა.შ.
გარდა ამისა, პროექტებზე, რომელთა ჯამური ღირებულება 500 ათას ლარს არ აღემატება, სანერგე კომპონენტის ნაწილში 50-პროცენტიანი თანადაფინანსება 70 პროცენტამდე გაიზრდება.
„ვფიქრობ, ეს ცვლილებები მასშტაბურია. მინდა, შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ სოფლის მეურნეობის პროდუქტით ვაჭრობაში დეფიციტი იყო ფაქტობრივად 900 მილიონი. დღეს ჩვენ შევძელით და ეს ციფრი 300 მილიონზე ჩამოვიყვანეთ. სოფლის მეურნეობაში წარმოების გაზრდა ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია. მე არაერთხელ მომისმენია სრულიად არაარგუმენტირებული განცხადებები, თითქოს სოფლის მეურნეობაში ჩვენს მიერ ინვესტირებული თანხები შედეგებს არ იძლევა. ბუნებრივია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამის კონკრეტული მაგალითია ციფრები, რომლის თანახმად, გასულ წელს სოფლის მეურნეობის დარგში ჩვენმა ექსპორტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დეფიციტი 300 მილიონის ოდენობით, გვჭირდება მეტი ეფექტური პროგრამა. ამას ემსახურება ცვლილებები პროგრამაში - „დანერგე მომავალი”. ჩვენი მიზანია, იმპორტი ჩავანაცვლოთ ქართული პროდუქციით, გავზარდოთ ექსპორტი, მოვახდინოთ გადამამუშავებელი მრეწველობის ნედელულით უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა 100 000-დან 250 000 ლარამდე ლარამდე იზრდება
„თანამედროვე ტიპის ინტენსიური ბაღების მეტ ფართობზე გაშენების მიზნით, პროგრამაში „დანერგე მომავალი“ ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური თანადაფინანსების ოდენობა 100 000-დან 250 000 ლარამდე იზრდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე განაცხადა.