logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება
- +

10 მაისი. 2019. 17:09

 

 

„თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით დაფინანსების ზრდა დედაქალაქში მათ შორის ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას უკავშირდება.

 

„როგორც საზოგადოებას დავპირდით, ძველ პარკს, ე.წ ყვითელ ავტობუსებს წლის ბოლომდე ახალი და თანამედროვე ავტობუსებით ჩავანაცვლებთ. ამასთან ერთად, მომავალი წლიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანას. ამ ნაწილში თბილისის მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. აქედან გამომდინარეც არის მიღებული მათთვის რესურსის გაზრდის გადწყვეტილება“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner