logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: მთავრობაში არის სულისკვეთება, რომ გვქონდეს მედიასთან ინტენსიური კომუნიკაცია
- +

10 მაისი. 2019. 17:40

 

 

„მთავრობაში არის სულისკვეთება, რომ გვქონდეს მედიასთან ინტენსიური კომუნიკაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

 

„მსურს გამოვეხმაურო ერთ ფაქტს, რომელიც შეეხება, ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან მედიასთან ურთიერთობას. როდესაც საქართველოს მთავრობის სხდომები ტარდება, მე ვარ ვალდებული, ჩვენი მედიის კითხვებს გავცე პასუხი და ბუნებრივია, ეს არის ჩემი პოზიტიური ვალდებულება. ვფიქრობ, ამას ვაკეთებ. ამასთან ერთად, მე კითხვებს ვპასუხობ ღონისძიებებზე, როდესაც არის შესაბამისი ფორმატი და მეტიც, ყველა მინისტრს აქვს შესაბამისი დავალება. დავალებაც არ არის საჭირო, ვინაიდან მთავრობაში არის ასეთი სულისკვეთება, რომ ჩვენ  უნდა გვქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია მედიასთან, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სწორი ან არასწორი ინტერპრეტაცია შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ კომუნიკაციას. დღევანდელი დღე არის ამის ფაქტი, როდესაც კონკრეტულ პასუხებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner