logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინდა ყველაფერი საუკეთესო ამ სამყაროში
- +

29 მაისი. 2016. 15:59



მთავარია, არ დაირღვეს საქართველოს კანონი," - ასე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას იუსტიციის მინისტრი.


თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ განცხადებას და უშუალოდ მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსაც პასუხობს, სადაც ის მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს.


ვაანალიზებთ იმას, თუ რა შეიძლება იქნეს ვენეციის კომისიის დასკვნიდან მისაღები იმდენად, რომ ამან არ დაარღვიოს თვითონ ქართული კანონი. გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც არის ფუძემდებლური ტექსტი და ყველა შემოთავაზება ჩვენი პარტნიორებისა სწორედ ამ ჭრილში უნდა შეფასდეს. მე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მინდა ყველაფერი საუკეთესო ამ სამყაროში. მათ შორის ისიც, რომ მოსამართლეები, რომლებიც 10 წლით არიან დანიშნულნი თუ შერჩეულნი, კონსტიტუციის თანახმად, მან 10 წელი იმსახურონ. მივცეთ საშუალება, თვითონ აირჩიონ საკუთარი თავმჯდომარე პირველი ოქტომბრიდან, იყვნენ ძლიერები და ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ამ სასამართლოში ყველა კოლეგია არის თანასწორი," - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner