logo_geo
eng_logo
თამარ მახარობლიძე ნინო გვენეტაძეზე: სასიხარულოა, რომ თსუ-ის პრორექტორად იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული დაინიშნა
- +

10 მაისი. 2019. 17:43

 

 

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე ნინო გვენეტაძის თსუ-ის პრორექტორად დანიშვნას სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.

 

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ორი ახალი მოადგილე ჰყავს, მათ შორის, ერთ-ერთია იურისტი ნინო გვენეტაძე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა და სასიხარულოა, რომ იგი იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა და ლექტორმა დაიკავა. ნინო გვენეტაძე არის სამართლის დოქტორი. წლებია ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. არის რამდენიმე უნივერსიტეტის პროფესორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მაქს-პლანკის საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი და ა. შ. მის დასახელებულ თანამდებობასთან დანიშვნასთან რა შუაშია მისი სამოსამართლეო საქმიანობა და პოლიტიკა? დღევანდელ რეალობაში ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, ყოფილი მოსამართლეები აკადემიურ სფეროში აგრძელებენ საქმიანობას (გიორგი პაპუაშვილი, ილიაუნის პროფესორი და ა.შ.) ან

 

პარტიულობა რა შუაშია? („ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიამ გერსამია უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის პროფესორია და კიდევ რამდენია ასეთი ადამიანი). თსუ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ყოვლად შორს მდგომი პოლიტიკისგან. ამას მისი პერსონალი და სტუდენტები ადასტურებენ. უნივერსიტეტი ყველა ასეთ მეცნიერს ყოველთვის უთმობდა და მომავალშიც დაუთმობს პლატფორმას!“, - წერს თამარ მახარობლიძე.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner