logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: მთავარი სიკეთე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საქართველოს რჩება...
- +

10 მაისი. 2019. 17:47

 

 

პრინციპული არის, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოეწყობა ლოგისტიკური ჰაბი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მთავარი სიკეთე ამ პროექტის რჩება საქართველოს. ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება, ჩვენს გარეშე ამის უფლება არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია“, - ასე უპასუხა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში რუსული მხარის ჩართვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

მისი თქმით, ამ თემაზე ქართულ მხარეს მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღია და ეს პოზიცია ყველა მხარისთვის ცნობილია.

 

„რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს, ეს არის ჩვენთვის მართლაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტი. ჩვენს სუვერენულ ინტერესებს შეესაბამება ეს პროექტი სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არის შეთანხმებული სამ სხვადასხვა სახელმწიფოს შორის. კერძოდ, აქ პრინციპული არის, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მოეწყობა შემკრები სადგური ან ლოგისტიკური ჰაბი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მთავარი სიკეთე ამ პროექტის რჩება საქართველოს. ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება, ჩვენს გარეშე ამის უფლება არც ერთ სხვა მხარეს არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებულ და პროექტის კონფიგურაციასთან დაკავშირებულ რაიმე შეხვედრაში ჩვენ ვერც მივიღებდით მონაწილეობას და ყველა მხარისთვის ცნობილია ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

რაც შეეხება კონკრეტულ მოლაპარაკებებს, მინისტრის თქმით, ეს მისი ვარაუდით ტვირთბრუნვას ეხება.

 

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს არის დაკავშირებული უფრო ტვირთბრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებთან და ჩვენ, პრინციპში მივესალმებით, რომ ჩვენი დერეფნით გაიაროს ნებისმიერი წარმომავლობის ტვირთმა, იქნება ეს რუსული, ყაზახური თუ ჩინური. მნიშვნელოვანია, რომ რომელი წვეყნიდანაც არ უნდა წამოვიდეს ეს ტვირთი აქ გადაიხდის გადასახადებს. მხოლოდ ამაზე შეიძლება იყოს მოლაპარაკება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner