logo_geo
eng_logo
როენა ხუცურაულის „მამიდას“ მიერ დანაშაულის აღიარების შემდეგ პროკურატურამ საპატიმრო გირაოს გამოყენებას მხარი დაუჭირა
- +

10 მაისი. 2019. 18:21

 

 

პროკურატურამ, ჯგუფურად, პროსტიტუციისთვის ფართის გამოყოფისთვის დაკავებული პირების მიმართ დაცვის მხარის შუამდგომლობას საპატიმრო გირაოს გამოყენებაზე მხარი დაუჭირა.

 

საქმის პროკურორმა, შმაგი გობეჯიშვილმა განმარტა, რა გარემოებების გათვალისწინებით დააფიქსირა მან ხსენებული პოზიცია.

 

 

„იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები სრულად აღიარებენ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამასთანავე, გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას, რომ მომავალში დაუყონებლივ გამოცხადდებიან სასამართლო და საგამოძიებო უწყებებში, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას, ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენებაზე.

 

 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ყველა ობიექტი, სადაც ხდებოდა ბრალდებულ პირთა მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფა, არის დალუქული და იქ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ვეღარ განხორციელდება“, - განაცხადა შმაგი გობეჯიშვილმა.

 

 

საგამოძიებო ორგანოებმა სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით 8 მაისს დააკავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner