logo_geo
eng_logo
ბინალი ილდირიმი თურქეთის პრემიერ-მინისტრი გახდა
- +

29 მაისი. 2016. 16:59



315 მომხრე, 138 წინააღმდეგი - თურქეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. ქვეყნის წარმომადგენლობითმა ორგანომ მთავრობის მეთაურის საკანონმდებლო პროგრმაც მოიწონა.


 

ბინალი ილდირიმი თურქეთის მმართველი პარტიის თანადამფუძნებელია. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დაასახელეს, რაც მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერად აირჩიეს.


 

ილდირიმმა მთავრობის მეთაურის პოსტზე აჰმეთ დავუთოღლუ ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტთან რამდენიმეკვირიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner