logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: სანდრა რულოვსი მწვავე კითხვებზე პასუხს გაურბის
- +

10 მაისი. 2019. 18:30

 

 

უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დესტრუქციული ძალაა, რომლის მიზანიც არ არის ჯანსაღი პოლიტიკური, წინასაარჩევნო ბრძოლის წარმოება.

 

მათიკაშვილი აცხადებს, რომ სატელევიზიო დებატი მთელ მსოფლიოში აპრობირებული საშუალება, იმისთვის რომ კანდიდატებმა, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმოადგინონ საკუთარი პოლიტიკური ხედვები და პასუხი გასცენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, თუნდაც მწვავე კითხვებს.

 

პარლამენტის წევრის თქმით, „ქართული ოცნების“, ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია, მზადაა, პასუხი გასცეს ყველა ასეთ კითხვას და ამომრჩეველს გააცნოს საკუთარი პოლიტიკური ხედვა, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონ სანდრა რულოვსზე.

 

„ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ბატონ გეგა შენგელიას შეთავაზებაზე და საპასუხოდ, პოლიტიკურ ოპონენტს სრულიად არარეალური, შესაძლო ექსცესების რისკის მატარებელი ფორმატი შესთავაზა, რომელიც „ნაცმოძის“ ჩვეულ სტილში, სპექტაკლისა და საცირკო სანახაობის მოსაწყობად თუ გამოდგება. იმედს ვიტოვებთ, რომ ქალბატონი სანდრა საბოლოოდ დაძლევს საზოგადობის ფართო წრისადმი წარდგენის შიშს, დასთანხმდება დებატის კონსტრუქციულ ფორმატს და არ გაექცევა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას!“, - ამბობს მათიკაშვილი.

 

გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსი 7 მაისს გამოიწვია დებატებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი თავის მეტოქეს „ქართული ოცნებიდან“ გეგა შენგელიას ღია სივრცეში, განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში შესთავაზა დებატები. ამის შესახებ რულოვსი ვიდეორგოლში ამბობს, რომელიც მისავე ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner