logo_geo
eng_logo
ქობულეთში „ევროპის დღეეები 2019“ გაიმართა
- +

10 მაისი. 2019. 18:32

 

 

ქობულეთში „ევროპის დღეეები 2019“  გაიმართა. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთო მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.  სოფლებში,  ჭახათსა და კოხში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც  დასუფთავების აქცია და ბუნებაში სხვადასხვა აქტივობა მოეწყო .

 

ევროკავშირთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.  შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა,  სტუმრებმა მოისმინეს ახალგაზრდების შეფასებები ევროკავშირთან მიმართებაში.   ქვეყნის ევროპული განვითარების შესახებ დისკუსიაში ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ   მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.  გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

ღონისძიებაში  კოლეჯის სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

 ევროპის დღეები საქართველოში მეშვიდედ აღინიშნა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

ღონისძიებას ორგანიზება ქობულეთის  მერიამ გაუწია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner