logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ წარმოადგენს დესტრუქციულ ძალას...
- +

10 მაისი. 2019. 18:36

 

 

უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ წარმოადგენს დესტრუქციულ ძალას, რომლის მიზანიც არ არის ჯანსაღი პოლიტიკური, წინასაარჩევნო ბრძოლის წარმოება.

 

მათიკაშვილი აცხადებს, რომ  სატელევიზიო დებატი წარმოადგენს მთელს მსოფლიოში აპრობირებულ საშუალებს,  იმისთვის რომ კანდიდატებმა, მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმოადგინონ საკუთარი პოლიტიკური ხედვები და პასუხი გასცეს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, თუნდაც მწვავე კითხვებს. პარლამენტის წევრის თქმით, ქართული ოცნების, ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გეგა შენგელია, მზადაა პასუხი გასცეს ყველა ასეთ კითხვას და  ამომრჩეველს გააცნოს საკუთარი პოლიტიკური ხედვა, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონ სანდრა რულოვსზე.

 

,,ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა  ბატონ გეგა შენგელიას შეთავაზებაზე, და საპასუხოდ, პოლიტიკურ ოპონენტს შესთავაზა სრულიად არარეალური,  შესაძლო ექსცესების რისკის მატარებელი ფორმატი, რომელიც , ნაც მოძის ჩვეულ სტილში, სპექტაკლის და საცირკო სანახაობას მოსაწყობად თუ გამოდგება. იმედს ვიტოვებთ, რომ ქალბატონი სანდრა საბოლოოდ დაძლევას საზოგადობის ფართო წრისადმი წარდგენის შიშს, დათანხმდება დებეტის კონსტრუქციულ ფორმატს და არ გაექცევა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას!“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner