logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომის შესახებ განმარტებას აკეთებს
- +

10 მაისი. 2019. 18:51

 

 

„სამწუხაროდ, საქართველოში ისე მოხდა, რომ პოლიტიკური საინფორმაციო ველი და ყვითელი მიდგომები საკმაოდ ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, ხომ არ ამოწურა საკუთარი მისია მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტზე, იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტში განიხილება.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

 

„მახსოვს, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად რომ დავინიშნე, მეორე დღიდანვე ყოველთვის იყო ჭორები. ეს გაგრძელდა პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგაც. სიმართლე გითხრათ, ამას შევეგუე და არც ვაპირებ სერიოზული კომენტარის გაკეთებას. სამწუხაროდ, საქართველოში ისე მოხდა, რომ პოლიტიკური საინფორმაციო ველი და ყვითელი მიდგომები საკმაოდ ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

რაც შეეხება განათლების რეფორმას, პრემიერის თქმით, ეს მისთვის და მისი გუნდისთვის ეს ეროვნული იდეაა.

 

„რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ საჯარო პოლიტიკაში ჩემი ყოფნის პირადი მოტივაცია იყო, არის და იქნება ამ ეროვნული იდეის რეალიზაცია. რატომ?! იმიტომ, რომ ღრმად მწამს, ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა საქართველო სისტემურ განვითარებაზე გადავიდეს, ქვეყანამ არ იცხოვროს არჩევნებიდან არჩევნებამდე, პოლიტიკური ძალები არ ცდილობდნენ, მოახდინონ თავიანთი რესურსის ინვესტიცია მხოლოდ მომავალ არჩევნებში და ფოკუსირებული იყვნენ იმაზე, რომ ინვესტიციები განახორციელონ ქვეყნის მომავალში. მე ამის მწამს და ჩემთვის ეს არის ყველაზე პრინციპული საკითხი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ამას იზიარებს. მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი ამას ძალიან მალე დაამტკიცებს. ამასთან ერთად, მე მაქვს პასუხისმგებლობა სამთვრობო პროგრამაზე, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს პარლამენტში. ეს არის ერთგვარი ხელშეკრულება ჩვენს მოქალაქეებთან, ჩვენი დანაპირები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. მით უმეტეს, პირველი ოთხი თვის შედეგების გათვალისწინებით, ჩვენ წარმატებით შევძლებთ ამ სამთავრობო პროგრამის შესრულება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner