ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება.
„დღეს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის გავეცანი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ ვართ სკანდინავიის ქვეყნების დონეზე. უდიდესი პროგრესის მიუხედავად, გარკვეული ხარვეზები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს.
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრების წამებას, მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ აქვს. ჩვენს ქვეყანაში ეს მავნე პრაქტიკა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დასრულდა.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები დღეს არა თუ ადამიანების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე, არამედ უკვე ისეთი მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე გვესაუბრებიან, როგორიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ევროკავშირის სხვა წამყვან ქვეყნებშია“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის დელეგაციის მიერ 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს. მათ შორის, ანგარიში ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობას.