logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ყველას ინტერესებშია, საგარეჯოს არჩევნების საკითხზე დაპირისპირება არ გაგრძელდეს
- +

26 თებერვალი. 2016. 12:11



პროკურატურამ საგარეჯოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გოგი თოფაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ეხმაურება:


„მე ვერ გეტყვით, გამოძიების დაწყების მასალად რა იქნა მიჩნეული, მაგრამ თუ გამოძიებამ ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებზე რეაგირებაა საჭირო, ანუ ის, რომ გამოძიებამ გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა საჯარო განცხადებებში, ვფიქრობ, ეს ნათლად და მარტივად შეიძლება მოხდეს. ალბათ, კითხვები ღიად არ უნდა დარჩეს. ყველას ინტერესებშია, რომ ამ თემაზე დებატები და დაპირისპირება არ გაგრძელდეს. რაც უფრო სწრაფად გაირკვევა ყველა საკითხი, მით უკეთესი იქნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


გამოძიების დაწყების საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს" მიმართვა გახდა, რომელმაც პროკურატურას პარლამენტის დეპუტატის და ფრაქცია „მრეწველების" თავმჯდომარის გოგი თოფაძის განცხადებაზე რეაგირება მოსთხოვა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner