logo_geo
eng_logo
შსს-მ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა
- +

11 მაისი. 2019. 02:23

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დააკავა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

 

გამოძიება დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას ედავება, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

შსს-ს ინფორმაციით, სოფელ ყანდაურაში სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა, შემთხვევის ადგილიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთია ამოღებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner