logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი ანდრეი კისკასთან ერთად საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს- ფორუმს გახსნის
- +

29 მაისი. 2016. 19:34



საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში ხვალ, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია გაიმართება. ფორუმის ძირითადი განსახილველი თემებია: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.


ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner