logo_geo
eng_logo
თუშეთში ჩარჩენილი 16 ადამიანი უსაფრთხოდაა
- +

11 მაისი. 2019. 12:35

 

„თუშეთის საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო მეორე მხარეს ჩარჩენილი 16 ადამიანი უსაფრთხოდ არის“,- ამის შესახებ „პირველ არხს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

 

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ანდრე ქუჯაიძის თქმით, მეორე მხარეს ძირითადად მწყემსები და ტრაქტორზე მომუშავე ადამიანები იმყოფებიან და ბოლო ინფორმაციით, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ.

 

„არაფერი არ უჭირთ, არაფერი არ სტკივათ, არ შიათ. არანაირი პრობლემა არ აქვთ. ადგილზე ვართ მობილიზებული სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე შესაბამისი სამსახურები. ტერიტორიის შესწავლა მიდის და სამუშაოები წყლის კლების შემდგომ დაიწყება. არ ვიცით ზუსტად როდის დაიწყება. გუშინდელთან შედარებით კლება აქვს”,-  განაცხადა ანდრე ქუჯაიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner