logo_geo
eng_logo
ახალციხეში საქართველოში უძველესი სინაგოგის დაარსებიდან 275 წლის იუბილე აღინიშნა
- +

29 მაისი. 2016. 21:34


დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ახალციხეში,  საქართველოში უძველესი ებრაული სინაგოგის დაარსებიდან 275 და მისი განახლებიდან 153 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.


საქართველოში უძველესი  სინაგოგის იუბილეს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები.


იუბილესთან დაკავშირებით „ახალციხის ციხეზე",  ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით,   სტუმრების საზეიმო მიღება გაიმართა.  


საზეიმო დახვედრის შემდგომ, სტუმრებმა  „ახალციხის ციხის" კომპლექსი  და ისტორიულ მუზეუმი დაათვალიერეს.   დღის ბოლოს კი, მესხეთის დრამატულ თეატრში, ქართველი და ებრაელი ხალხის   26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner