logo_geo
eng_logo
ხაშურთან ავარიის შედეგად 8 ახალგაზრდა დაშავდა
- +

11 მაისი. 2019. 18:23

 

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცხრამუხასთან ავარია მოხდა, ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საქორწინო ექსკორტის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

 

დაშავებულთაგან სხვადასხვა დაზიანებებით 6 ახალგაზრდა ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან მხოლოდ ერთია სრულწლოვანი, დანარჩენები 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

 

„გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში შემოიყვანეს ავარიის შედეგად დაშავებული 6 პირი, ხუთს ნაკლებად მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, შესაბამისად, ჩაუტარდათ კვლევები, გაეწიათ ამბულატორიული დახმარება და კლინიკიდან გაეწერნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, 17 წლის ახალგაზრდა სტაციონარში რჩება, მიმდინარეობს შესაბამისი კვლევები და წინასაოპერაციო მომზადება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის საავადმყოფოს ექიმმა-ტრავმატოლოგმა გიორგი ხაჩიძემ.

 

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner