logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: საქართველოს მოსახლეობის 67% თავს მიიჩნევს დაუსაქმებლად!
- +

29 მაისი. 2016. 22:17



„დასაქმება გახლავთ ნომერი პირველი თემა ჩვენი ქვეყნისთვის. დასაქმებული ადამიანი ქმნის პროდუქტს, რომელიც არის ქვეყნის მამოძრავებელი."- ამის შესახებ ირაკლი გოგავამ მედიაკავშირის ეთერში, უმუშევრობის თემის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

 

„საერთოდ, დასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც მის შრომაში იღებს გასამრჯელოს. საქართველოში დასაქმებულად მიჩნეულია ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი, მუშაობს თავის მიწაზე და ის ადამიანი ითვლება დასაქმებულად. ამ ადამინს მის მირ წარმოებულ საქმიანობაში ჯამაგირს არავინ არ უხდის. ჩენი ქვეყანა კი თვლის, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სოფელშია და აქვს მიწის ნაკვეთი, ის ითვლება დასაქმებულად.

 

კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 67% თავს მიიჩნევს დაუსაქმებლად. ეს უფრო რეალურია ციფრია ვიდრე ის 12%, რომელსაც სახელმწიფო პროპაგანდას უწევს.

 

სააკაშვილის დროს დაუსაქმებელთა რაოდენობა უფრო მეტი იყო. ამ ხელისუფლებამ შედარებით მეტი სამუშაო ადგილები შექმნა. ძირითადად შექმნილია სამუშაო ადგილები მომსახურების სფეროში, დაახლოებით 70% და 30% იმ საწარმოების მუშა-ხელი, რომელიც წარმოების სფეროში შეიქმნა."- განაცხადა გოგავამ. 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner