logo_geo
eng_logo
„გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მის უზრუნველსაყოფად დგანან აქ პოლიციელები“
- +

12 მაისი. 2019. 15:33

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაჟა სირაძემ, პარლამენტის მიმდებარედ განლაგებული პოლიციელების შესახებ კომენტარი გააკეთა.

 

„გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და სწორედ ამის უზრუნველსაყოფად დგანან აქ პოლიციელები“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

კითხვაზე, თუ რა ინფორმაცია აქვთ ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ არის შინაგან საქმეთა სამინსიტროს კომპეტენცია.

 

„ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ვართ კომპეტენტური, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის უწყებებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner