logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია „ბასიანის“ მოვლენების წლისთავზე: ვერავინ აუკრძალავს შსს-ს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა
- +

12 მაისი. 2019. 18:25

 

 

„გასული წლის 12 მაისის შემდეგ, როდესაც ჩატარდა ღონისძიება, 1 წლის განმავლობაში კლუბებთან დაკავშირებული კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების 2 შემთხვევა გვქონდა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, 1 წლის წინ, ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში უმძიმესი მოლოდინის დღე იყო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ბასიანის“ მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„ამის შემდეგ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური, გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner