„გასული წლის 12 მაისის შემდეგ, როდესაც ჩატარდა ღონისძიება, 1 წლის განმავლობაში კლუბებთან დაკავშირებული კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციით გარდაცვალების 2 შემთხვევა გვქონდა. რა თქმა უნდა, ესეც ბევრია, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, 1 წლის წინ, ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში უმძიმესი მოლოდინის დღე იყო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ბასიანის“ მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამის შემდეგ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი ეს პოზიტიური, გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.