„ეკონომიკის სამინისტროს მიეცა განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა, რომ სხვა უწყებებსაც, ვისაც აქვს შეხება ინვესტორებთან, გაუწიოს კოორდინაცია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი," - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საინვესტიციო მიმართულებას ახალი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე წარუძღვება.
„ის გამოცდილი ადამიანია, კერძო სექტორიდან მოდის, მუშაობდა კორპორატიულ ბანკირად სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. ეკონომიკის სამინისტროს არის ის მთავარი საკონტაქტო უწყება, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით ისე, რომ მას არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში სიარული," - განაცხადა ნათია თურნავამ.