ბურკინა-ფასოში ეკლესიას დაესხნენ თავს, მოკლულია ექვსი ადამიანი. „ბიბისის“ ცნობით, ბოროტმოქმედებმა კათოლიკურ ეკლესიას წირვის მიმდინარეობისას წაუკიდეს ცეცხლი.
„თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის მღვდელიც დაიღუპა“, – განაცხადეს პოლიციაში.
სამართალდამცავების ცნობით, ეკლესიაში მყოფი მორწმუნეები გაიქცნენ, ხოლო თავდამსხმელებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.
ეს ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში მეხუთე თავდასხმაა ბურკინა-ფასოში, რომლის სამიზნეც ეკლესიაა.