logo_geo
eng_logo
გელა ზაალიშვილმა რუსეთის 2 წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა
- +

12 მაისი. 2019. 21:45

 

 

ბაქოს გრანდ სლემზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გელა ზაალიშვილი გახდა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

 

12 მაისს, ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა ჰოლანდიელი, აზერბაიჯანელი, შემდეგ რუსეთის ორი წარმომადგენელი იპონით დაამარცხა.

 

გელა ზაალიშვილის კარიერაში ეს გრანდ სლემის პირველი მოგებაა. ტურნირზე თემურ ნოზაძემ (60 კგ) ვერცხლის, ტატო გრიგალაშვილმა კი (81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner