logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ზუგდიდში და მთაწმინდაზე „ქართულ ოცნებას“ დიდი შანსი აქვს, პირველივე ტურში დაამთავროს არჩევნები
- +

12 მაისი. 2019. 23:39

 

 

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შუალედური არჩევნებისთვის პარტიის მთავარი ამოცანა და მიზანი პირველივე ტურში ყველა ოლქში გამარჯვებაა. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

 

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ რომელიმე ოლქში მეორე ტურიც იყოს, თუმცა ამბობს, რომ ეს მმართველი გუნდისთვის პრობლემა არ არის, რადგან გადაწყვეტილებას მოსახლეობა იღებს.

 

„ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც შემოიღო 50%-იანი ბარიერი, რომლის გადალახვაც არც თუ ისე იოლია. ამიტომ იყო ბევრი მეორე ტურები, ეს პრობლემა არ უნდა იყოს. თუმცა ჩვენი საარჩევნო კამპანიები და მაქსიმალური ძალისხმევა მიმართულია რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყველა ოლქში გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა მისივე თქმით, შეიძლება იყოს ოლქები, სადაც მმართველი პარტია ზღვარზე იქნება, თუმცა კალაძე ამბობს, რომ წინ კიდევ ერთი კვირაა და ყველანაირად შეეცდებიან რომ ამომრჩეველს მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებს მმართველი გუნდი და რა პროექტები მიმდინარეობს უკვე.

 

„ბევრი კანდიდატი მონაწილეობს ამ არჩევნებში, პრობლემას რასაც ვხედავთ ის არის, რომ ისეთი დუღილი არ არის, როგორც მაგალითად საპარლამენტო ან თვითმმართველობის არჩევნების დროს. ეს შუალედური არჩევნებია, არის შემთხვევები სადაც მაგალითად კონკრეტულ ოლქში ბევრმა ადამიანმა არც კი იცოდეს, რომ არჩევნებია.

 

ზუგდიდშიც და მთაწმინდაზეც დიდი ალბათობა და შანსია, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები, ეს არის კვლევების შედეგები, რომელსაც ყოველკვირეულ რეჟიმში და დიდი შანსი აქვს ოცნებას რომ პირველივე ტურში დაამთავროს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner