logo_geo
eng_logo
ბერლინში საბჭოთა ბლოკადის მოხსნის 70-ე წლისთავი აღნიშნეს
- +

13 მაისი. 2019. 01:12

 

 

ბერლინში, ტემპელჰოფის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე ქალაქის ბლოკადის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ინფორმაციას Tagesshau.de ავრცელებს.

 

ღონისძიებებს ასევე დაესწრო ბერლინის მერი მიხაელ მიულერი და გერმანიის იუსტიციის მინისტრი კატარინა ბარლეი.

 

ბარლეის განცხადებით, საჰაერო ხიდის წყლაობით, შეუძლებელი შესაძლებელი გახდა. საიუბილეოდ ბერლინში ასევე ჩავიდა 98 წლის პილოტი გეილ ჰალვორსენი, რომელიც 1948-49 წლების ბლოკადის დროს ბერლინის დასავლეთ ნაწილში სურსათის მიწოდების საჰაერო სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

 

1948 წლის 24 ივნისს საბჭოთა ხელისუფლებამ დასავლეთ ბერლინსა და მოკავშირეთა მიერ კონტროლირებული გერმანიის ტერიტორიებს შორის სახმელეთო კავშირი გაწყვიტა. თითქმის 11 თვის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი და აშშ (საფრანგეთი ამ დროს საომარი მოქმედებებით იყო დაკავებული) ორ მილიონზე მეტ ადამიანს საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით ჰაერიდან ამარაგებდა. მაშინ მოკავშირეებმა დაამტკიცეს, რომ შესაძლებელი იყო ქალაქის მომარაგება საჰაერო გზით.

 

იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირმა სასურველ მიზნებს ვერ მიაღწია, ბლოკადა 1949 წლის 12 მაისს მოხსნა.

 

1961 წლის 13 აგვისტოს ბერლინი ორ ნაწილად გაიყო - აშენდა 155 კილომეტრი სიგრძის კედელი, რომელიც ქალაქს 28 წელი, 2 თვე და 27 დღე ჰყოფდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner