„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ ათვისებული თანხა 210 მილიონ დოლარს შეადგენს,“- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა, ფინანსთა მინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველო დაახლოებით 40 მილიონი დოლარი გამოეყოფა და ჯამში, ამ პროგრამით, საქართველოს მიერ ათვისებული თანხა 210 მილიონ დოლარამდე იქნება.
„რეფორმების პროგრამა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, მოიცავს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც ქვეყანას აქვს ნაკისრი ამ მიმოხილვების ფარგლებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკა განვითარების ძლიერი ტემპით ვითარდება. 2018 წელს 4.6% იყო ეკონომიკური ზრდა და მაჩვენებლები ეროვნული ბანკის სამიზნე ორიენტირებთან ახლოს იყო. ფისკალური მუშაობა ქვეყნის შესაბამისი იყო იმ ფისკალურ მაჩვენებლებთან, რომლებიც ხარჯების ნაწილში 2018 წლის დეკემბერში იყო შეთანხმებული. მიუხედავად იმ სუსტი ეკონომიკური პროგნოზებისა, გლობალურად, 2019 წელს 4,6% იქნება ეკონომიკური ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი და ეს ძირითადად იქნება სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდის წყალობით. ინფრასტრუქტურის მიმართულებით ხარჯები იქნება 5.2% საშუალოვადიან პერიოდში და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდება დაახლოებით 7%-მდე. ეკონომიკური პერსპექტივები საქართველოში პოზიტიურია, თუმცა გლობალურ რყევებს, რომლის მოლოდინიც არსებობს, რა თქმა უნდა, გავლენა ექნება საქართველოზეც. ამით შეიძლება შემცირდეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ეკონომიკის ზრდის ტემპი, რომელიც არსებობს საქართველოში, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეფორმები იყოს მხარდაჭერილი, გაიზარდოს და განვითარდეს გამძლეობა გარე შოკების მიმართ“,- განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.