„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მახათას მთაზე გუშინდელ ტექნიკურ ხარვეზზე მოკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ პრემიერ“,- პრემიერ-მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელში გამგზავრებამდე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოკვლევის დასრულების შემდეგ თითოეულ ნიუანსში პირადად გაერკვევა და შესაბამისი რეაქციაც ექნება.
„ბუნებრივია, აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ. მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს დეგელაცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.