logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა
- +

13 მაისი. 2019. 13:50

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ვიზალიბერალიზაცია ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, შესაძლოა, წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით იყოს გარკვეული ცვლილებები, მათ შორის დაიხვეწოს ტექნიკური დეტალები და საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, კონკრეტულად რა ღონისძიებები გატარდება, ამას უკვე სამუშაო პროცესი აჩვენებს.

 

„როდესაც ვსაუბრობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ეს გახლავთ ისტორიული მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის შესახებ მიდის საუბარი. ეს გახლავთ სამუშაო პროცესი. ის თემა, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს ვიზალიბერალიზაციას, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს ნამდვილად არ მოხდება ასე, მაგრამ არსებობს კონკრეტული ნაბიჯები, ტექნიკური ნიუანსები, რომლებიც დასახვეწი გვაქვს, მათ შორის საკანონმდებლო ბაზით. იგივე პრაქტიკა და გამოცდილება აქვთ სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და ჩვენ ამას გავიზიარებთ“,-  განაცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner