logo_geo
eng_logo
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დღეს ენგურჰესი დაათვალიერა
- +

13 მაისი. 2019. 14:36

 

მინისტრის ენგურჰესის ხელმძღვანელობას შეხვდა და ჰესის საერთო მდგომარეობის, ასევე წყლის დონის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაცია

 

„ჩამოვედი, რათა გავაგრძელოთ ენგურ-ვარდნილის კასკადის რეაბილიტაცია. პირველი ეტაპი 2016 წელს დასრულდა. ახლა დაგეგმილი გვაქვს და ვიწყებთ კვლევას, რომ ენგურ-ვარდნილი გავიყვანოთ მთლიანად თავის დადგმულ საპროექტო სიმძლავრეზე, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ 70-იან წლებში –  1640 მეგავატი. ასევე, პირვანდელი სახით უნდა აღდგეს მთლიანად ენგურ-ვარდნილის კასკადი. ამისთვის ვიწყებთ კონკრეტულ სამუშაოებს. ეს არის მართლაც ისტორიული მომენტი, ენერგეტიკოსების ბევრი თაობის ნატვრა – ენგურჰესი, ენგურ-ვარდნილის კასკადი აღდგეს თავისი პირვანდელი ფორმით და მოემსახუროს სრულიად საქართველოს“,- განაცხადა მინისტრმა.

 

ენგურჰესზე ნათია თურნავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner