„მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე საზოგადოებას არწმუნებენ, თითქოს შეჭირვებულად ცხოვრობენ და იმ პროცესებში არანაირი წვლილი არ მიუძღვით, რაც საქართველოში ხდებოდა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ვრცელდება სარწმუნო ინფორმაცია, სადაც სააკაშვილი ფლორიდაში, ოკეანის ნაპირზე ვილასა და ხედებს არჩევს.
„რუსთავი 2“-ის სუსტი მცდელობაა, გადაფაროს ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებისთვის გუშინ გახდა ცნობილი. ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე საზოგადოებას არწმუნებენ, თითქოს შეჭირვებულად ცხოვრობენ და იმ პროცესებში არანაირი წვლილი არ მიუძღვით, რაც საქართველოში ხდებოდა, მათ შორის იმაზეც, რის გამოც საზოგადოებამ გადაირჩია. ამ დროს სარწმუნო ინფორმაცია ვრცელდება, სადაც სააკაშვილი ფლორიდაში, ოკეანის ნაპირზე ვილასა და ხედებს არჩევს. საკმაოდ ძვირადღირებულ შენაძენზე განხილვებშია. „რუსთავი 2“-ის სუსტი მცდელობაა, რომ ეს გადაფაროს, რაც შეუძლებელია.
რაც შეეხება გიგი წერეთელს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში არსებობს ნორმალური თანამშრომლობა და საკმაოდ მაღალ პოზიციას იკავებს. სამწუხაროა, რომ „რუსთავი 2“ ისეთ ბრალდებებს არ ერიდება, რომ ევროპარლამენტარები რაღაც მანიპულირების მსხვერპლი გახდნენ. ამას გულისხმობთ? ეს უსუსური გადაფარვაა ფლორიდის სკანდალის, რომელიც ძვირადღირებულ ვილას ყიდულობს მაშინ, როცა ხალხს შემოწირულობას სთხოვს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.