logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: საზოგადოებამ განსაჯოს, საიდან უნდა ფლობდეს მიხეილ სააკაშვილი სახსრებს
- +

13 მაისი. 2019. 16:50

 

„საზოგადოებამ განსაჯოს, საიდან უნდა ფლობდეს მიხეილ სააკაშვილი სახსრებს, რომ ძვირად ღირებული ვილები არჩიოს, თუ კორუმპირებული არ არის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

ჩუგოშვილის თქმით, დანარჩენი მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სამართლიანია მის მიმართ.

 

„საზოგადოებამ განსაჯოს, ადამიანი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მისი შემოსავალი მხოლოდ მისი ხელფასი და შრომის ანაზღაურება უნდა ყოფილიყო, საიდან უნდა ფლობდეს სახსრებს, რომ ძვირად ღირებული ვილები არჩიოს, თუ კორუმპირებული არ არის. დანარჩენი მისმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, მის მიმართ რამდენად სამართლიანია“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner