„საზოგადოებამ განსაჯოს, საიდან უნდა ფლობდეს მიხეილ სააკაშვილი სახსრებს, რომ ძვირად ღირებული ვილები არჩიოს, თუ კორუმპირებული არ არის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, დანარჩენი მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სამართლიანია მის მიმართ.
„საზოგადოებამ განსაჯოს, ადამიანი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო და მისი შემოსავალი მხოლოდ მისი ხელფასი და შრომის ანაზღაურება უნდა ყოფილიყო, საიდან უნდა ფლობდეს სახსრებს, რომ ძვირად ღირებული ვილები არჩიოს, თუ კორუმპირებული არ არის. დანარჩენი მისმა ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, მის მიმართ რამდენად სამართლიანია“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.