logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებაზე საფრანგეთთან შეთანხმება უკვე მიღწეულია
- +

13 მაისი. 2019. 17:39

 

„საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან პრევენციულ ნაბიჯს თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკის ზრდის კონტექსტში“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში განუცხადა.

 

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რა ეტაპზეა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებები საზღვარგარეთ ქართველების ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით, ზალკალიანი განმარტავს, რომ არსებობს საპილოტე პროექტები ამ მიმართულებით.

 

„ეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, მობილურობისა და ხალხთა შორის ურთიერთობის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ უკვე ბევრ ქვეყანასთან გვაქვს დაწყებული ორმხრივი დიალოგი. საფრანგეთთან მიღწეულია შეთანხმება, ვმუშაობთ გერმანიასთან, პოლონეთთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რუმინეთთან, პორტუგალიასთან, ასევე ისრაელთან, რომელიც არაა ევროკავშირის წევრი.

 

გარდა ამისა, ცალკეული საპილოტე პროექტები ხორციელდება "მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან" ერთად და კონკრეტული შედეგები უკვე არის. შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჯანდაცვის, განათლების და საგარეო საქმეთა სამინისტროებია ჩართული და ბუნებრივია, ამ მიმართულებას მომავალში კიდევ უფრო მეტ კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ,“- განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner