logo_geo
eng_logo
ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

13 მაისი. 2019. 17:51

 

11 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, პოლონეთის მოქალაქე პ.ჯ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (TRAMAL (TRAMADOL) - 10 აბი.) გამოავლინეს.

 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველო აწარმოებს, სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner