logo_geo
eng_logo
სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

13 მაისი. 2019. 17:51

 

9-12 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 9,920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (საერთო წონა - 105,4 კგ.) აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner