logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს თემა უნდა იყოს ყველაზე მაღალ ფორმატში
- +

13 მაისი. 2019. 18:36

 

„ყველა პარტნიორთან ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს თემა იყოს ყველაზე მაღალ ფორმატში“,-  ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

ჟურნალისტებმა დავით ზალკალიანს დაუსვეს კითხვა, ხომ არ ჰქონდა კომუნიკაცია ბრიუსელში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან, გამოიყენა თუ არა ფორმატი, რომ ხვალ სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც იყოს განხილული.

 

„დღევანდელ ჩემს გამოსვლაში აქაც ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ეს იყო, რომ ყველა პარტნიორმა რაც შეიძლება მაღალ დონეზე დააყენოს საქართველოს საკითხი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დღის წესრიგში. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ასე ხდება. ამის მაგალითია თუნდაც ესტონეთის პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან. ვიცით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან იყო ჩვენი საკითხი რუსეთის პრეზიდენტთან. ამის შესახებ ჩვენი პარტნიორებიც საუბრობენ. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად დღის წესრიგში იყოს საქართველოც, კერძოდ, ის უკანონო ქმედებები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ეს კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს მიეძღვნა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner